Wednesday, April 27, 2016

მეხუთე დღე

განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმაში.E- MAIL ზე მიღებული რუბრიკები გადავიტანეთ ღრუბლებში და შევიტანეთ ცვლილებები ჩვენი შეხედულებისამებრ.განვიხილეთ მე-4 მოდული--- სასწავლო ნიმუშების შექმნა და  სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალის ჩეკლისტი მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ სასწავლო პროექტს.მოგვეცა დავალება კრიტერიუმებიდან გამომდინარე თითოეულ სლაიდზე მოვიფიქროთ  მოკლე განმარტება. მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად მოვიფიქროთ მინიმუმ 10 კითხვა გამოკითხვისათვის.
მეოთხე დღე--- ვისწავლეთ ღრუბლებში ახალი დოკუმენტის შექმნა, შევადგინეთ კითხვები, ვისწავლეთ დოკუმენტთან წვდომა, ერთმანეთის მოწვევა და კომენტარის გაკეთება. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები, ვიმუშავეთ წყვილებში და გავარჩიეთ თითოეული სტრატეგია. მოგვეცა დავალება მოვძებნოთ შეფასების ჩეკლისტები და რუბრიკები და მოვინიშნოთ ჩვენთვის სასურველი.
მესამე დღე---- გავეცანით მოდული 2 სასწავლო პროექტის დაგეგმვა. მიმოვიხილეთ განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის პორთფოლიო NCP.GE, შევარჩიეთ სტანდარტები და ვისწავლეთ მათი ჩასმა გეგმაში. გავეცანით პროექტის სასწავლო მიზნებსა და შედეგებს და შევადგინეთ მიზნები შერჩეული პროექტის შესაბამისად, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მოგვეცა დავალება შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
მეორე დღე---- ვისწავლეთ პროექტის საქაღალდის შექმნა, დოკუმენტების შენახვა, პრმოექტის დაგეგმვის პროცესის დაწყება, ღრუბლების ფუნქცია-დანიშნულება, დოკუმენტის რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა
პირველი დღე------გავეცანი ინტელის ძირითად მიზნებს, ვისწავლე სახელმძღვანელოში ნავიგაცია, ვისწავლე სახელმძღვანელოში მონიშვნა, კომენტარების დაწერა და დამატება და ჩანაწერების გაკეთება, ვნახე პროექტის შაბლონი, გადავხედე მზა პროექტებს და განვიხილეთ ჯგუფებში. გავეცანი ოცდამეერთე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევების დოკუმენტები, გავეცანი პროექტის ძირითად მახასიათებლებს, გავეცანი ჩეკლისტს, შევქმენი ბლოგი.
დიდი შთაბეჭდილებებით წავედი პირველი ტრენინგიდან, ტრენერი გარკვევით და გასაგებად გვიხსნიდა თითოეულ საკითხს დაა სიღრმისეულად გაგვარჩევინა ყოველი ნიუანსი.